Sunday, December 20, 2015

დღე 9

დღეს განვიხილეთ ყველა მასწავლებლის პრეზენტაცია. განსაკუთრებულად მომეწონა მზია ჩიტიშვილის, ანზია ღვინაძის და ლელა ლომაძის. მზია ჩიტიშვილს ჰქონდა გიორგი ლეონიძეზე და მის ნაწარმოებ "მარიტაზე" რაც ძალზედ საინტერესო იყო, მან აღწერა ყველაფერი მის შესახებ როგორი იყო ბრბოს ფსიქოლოგია. თვითონ გიორგი ლეონიძეც როგორი დადებითი პიროვნება იყო.
ანზია ღვინაძეს კი ქონდა ენერგიაზე, თუ როგორ გამომუშავდება ენერგია, საინტერესო იყო.
ლელა ლომაძეს კი დროის მართვაზე ქონდა, რაც პრაქიკულად გამოგვადგება, თუ როგორ დავგეგმოთ და სწორად როგორ ვმართოთ ჩვენი დრო. რომ არცერთი წუთი არ იყოს დაკარგული.

Saturday, December 19, 2015

ჩემი პროექტის "აშშ-ს მოსახლეობის აღწერა ყოველ 10 წელიწადში ერთხელ" პორტფოლიო

დღე 8

გავიმეორეთ განვლილი მასალა.
გავიარეთ მოდული 6 და 7. გავაკეთეთ ფასილიტაცია ტექნოლოგიებით.ასევე ჩვენი პორტფოლიო ავტვირთეთ დრაივში და გავაზიარეთ, წავიღეთ და ბლოგზე დავდეთ.

Thursday, December 17, 2015

დღე 7


პროექტის გეგმაში შევიტანეთ პროექტის პროცედურები და დავიწყეთ დიფერენცირებული სწავლება. დიფერენცირებული სწავლება სამ ჯგუფად იყოფა: სპეციალური საჭიროებები, არაქართულენოვანი მოსწავლეები (მოსწავლეები, რომლებისთვის სწავლების ენა არ არის მშობლიური), მაღალი აკადემიური მოსწრების მოსწავლეები.

Sunday, December 13, 2015

დღე 6

დღეს გავიმეორეთ წინა მასალა, დავასრულეთ მოსწავლის სანიმუშო ნაშრომი. ვისწავლეთ სლაიდ შოუების გაკება. გადიდება და მისი ჩვენება.
ასევე ჩვენს ბლოგებზე დავაყენეთ სურათები და ვისწავლეთ მათი წაშლაც.
მოდული 5 დავიწყეთ და გავაკეთეთ რუბრიკა პრეზენტაციის შესახებ.

Saturday, December 12, 2015

დღე 5

დღეს გავიმეორეთ განვლილი მასალა.
გავიარეთ მოდული 3 და დავიწყეთ მოდული 4.
ასევე ვისწავლეთ youtube.com-დან ვიდეოების გადმოწერა და ჩვენს ბლოგებზე გაზიარება, ვისწავლეთ თუ როგორ შევცვალოთ ფონი.
გავეცანით საავტორო უფლებებს.
დავიწყეთ ფოვერ ფოინთში მუშაობა და გავაკეთეთ სლაიდები, ჩავსვით სურათები და მივეცით მოსწავლეებს ნიმუში თუ როგორ უნდა გააკეთონ პროექტი.

Sunday, December 6, 2015

დღე 3

დავასრულეთ მშობლის ბუკლეტი, ვისწავლეთ სურათების გადმოწერა, გაფორმება. ასევე დავწერეთ პროექტის მიზანი და შედეგი, პროექტის ინდიკატორები მოვიძიეთ ეროვნული სასწავლო გეგმის პორტალიდან. ჩვენი პროექტი ეროვნული სასწავლო გეგმის მისახწევ შედეგებს უნდა პასუხობდეს.
განვიხილეთ მოდული 2.
ასევე ვისწავლეთ კომენტარების გაკეთება.

Saturday, December 5, 2015

დღე 2

გავიმეორეთ განვლილი მასალა.
ჩვენ დღეს ვისწალეთ gmail.com-ის შექმნა, ასევე შევქმენით საკუთარი ბლოგები, მასზე მუშაობა დავიწყეთ. დავიწყეთ ბუკლეტების გაკეთებაც.
ეს ყველაფერი ვისწავლეთ იმიტომ, რომ მოსწავლეებისთვის  უფრო ხელმისაწვდომი იყოს, მშობლებიც ჩავაყენოთ საქმის კურსში და გავაგებინოთ პროექტის უპირატესობა.